საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის

სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის

12 აგვ

სოციალურ საწარმოთა ალიანსი ახორციელებს პროექტს: ,,სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის“


პროექტი მხარდაჭერილია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და პარტნიორი ორგანიზაციები არიან ლატვიის სოციალური მეწარმეობის ასოციაცია და რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.

პროქტის მიზანია სოციალური საწარმოების ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ათვისება. პროექტის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად ქართული და ლატვიური სოციალური საწარმოები შეძლებენ გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში წარმატებით ინტეგრაციას.


განხორციელების ეტაპები:

• სოციალური საწარმოების გამოვლენა, რომლებსაც შეუძლიათ მომსახურების გაწევა ტურიზმის სფეროში
• სოციალური საწარმოების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, რათა შეძლონ ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა
• სოციალური მეწარმეების შესაძლებლობების ხელშეწყობა COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით ინოვაციური მიდგომებით
• გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა სოციალური მეწარმეებისთვის შეხვედრებისა და ვიზიტების გზით.


სამიზნე რეგიონები:

  • თბილისი
  • კახეთი
  • ქვემო ქართლი