საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


მისია

სოციალურ საწარმოთა ალიანსის მისიის განაცხადი:

ჩვენ გვჯერა, რომ სოციალური მეწარმეობა არის ეფექტური გზა რეალური სოციალური ცვლილებებისთვის საზოგადოების საკეთილდღეოდ. ალიანსის მისიაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს მოქმედი სოციალური საწარმოების მდგრადობას და ახალი სოციალური საწარმოების ინიცირებას. ალიანსი წარმოადგენს სოციალურ საწარმოთა ერთიან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წევრების ერთობლივი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის ზრდას, გამოცდილების გაზიარების და სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიზნები:

  • სოციალური მეწარმოების განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა (მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება და ლობირება);
  • სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია;
  • სოციალურ საწარმოთა მდგრადობის და ინსტიტუცური გაძლიერების ხელშეწყობა (მათ შორის გაყიდვების და პროდუქციის განვითარების);
  • წევრ სოციალურ საწარმოთა წარდგენა მესამე პირებთან (მათ შორის სამინისტროებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან);
  • სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტური დიალოგის ხელშეწყობა;
  • სოციალურ საწარმოებს შორის ურთიერთდახმარების ჰორიზონტალური სქემის განვითარება; 
  • სოციალურ საწარმოებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების ახალი მექანიზმების ამოქმედება; 
  • უცხოეთში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან და მათ გაერთიანებებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობა; 
  • საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება.