როგორ გავწევრიანდეთ ალიანსში?
ალიანსში გაწევრიანების მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა (ფორმა იხილეთ აქ) და შევსებული ანკეტა გადმოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე
ალიანსის წევრობის მსურველი იურიდიული პირებისთვის ანკეტას ავსებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი. პირის უფლებამოსილების დადასტურება ხდება წერიaლობითი მინდობილობის საფუძველზე;
წევრად მიღების საკითხს გამგეობა წყვეტს განაცხადის შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და აცნობებს განმცხადებელს, რის შემდეგაც განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს საწევრო გადასახადი;
წევრობის გააქტიურება მოხდება საწევრო გადასახადის გადახდის მომენტიდან.
ალიანსის საწევრო გადასახადის გადახდის მეთოდები
- წლიური საწევრო გადასახადი სრულუფლებიანი წევრებისთვის (იურიდიული პირები) შეადგენს - 240 ლარს;
- წლიური საწევრო გადასახადი ასოცირებული წევრებისთვის (იურიდიული პირები) შეადგენს - 120 ლარს;
ალიანსის საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ ან ერთიანად წლის დასაწყისში. წლის ათვლა დაიწყება პირველი საწევრო გადასახადის გადახდის მომენტიდან. გადახდა შესაძლებელ იქნება ალიანსის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“, საბანკო კოდი: BAGAGE22
მიმღები: სოციალურ საწარმოთა ალიანსი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000766555700