ალიანსის წევრები
იყოფიან სრულუფლებიან, ასოცირებულ და საპატიო წევრებად. ისინი სტატუსის შესაბამისად სარგებლობენ ალიანსის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
- სრულუფლებიანი წევრი არის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება;
- ასოცირებული წევრი არის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, სულ მცირე 3 თვიანი გამოცდილება.
- საპატიო წევრი კი არისნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც თავისი საქმიანობით მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.