წევრობის კატეგორიები და მათი უფლებები
ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს. ორგანიზაციის წევრები იყოფიან:
- სრულუფლებიან;
- ასოცირებულ;
- საპატიო წევრებად.
სრულუფლებიანი წევრი
სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია / საწარმო (ურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
სრულუფლებიან წევრს უფლება აქვს:
- აირჩიოს ან არჩეულ იყოს ალიანსის მმართველ ორგანოებში;
- წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს წევრთა საერთო კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით და გამგეობის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;
- მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
- მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონის ძიებებში, მათ შორის, ადვოკატირების კამპანიებში, კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში, გამოფენებსა და ფორუმებში;ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში,
ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და - ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
- მიიღოს სრულუფლებიანი წევრისათვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მომსახურებები და შეღავათები, რომელთა ზუსტი აღწერილობა და შინაარსი მტკიცდება გამგეობის მიერ.
ასოცირებული წევრი
ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია / საწარმო (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, სულ მცირე 3 თვიანი გამოცდილება.
ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:
- წარმომადგენელის მეშვეობით მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით;
- შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
- გამოითხოვოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და წარმოებული პროგრამების/პროექტების შესახებ;
- ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
- მიიღოს ასოცირებული წევრისათვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მომსახურებები და შეღავათები, რომელთა ზუსტი აღწერილობა და შინაარსი მტკიცდება გამგეობის მიერ.
საპატიო წევრი
საპატიო წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია/საწარმო (იურიდიული პირი), რომელიც თავისი საქმიანობით მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
საპატიო წევრს უფლება აქვს:
- გამგეობის გადაწყვეტილებით, წარმოადგინოს ორგანიზაცია სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. მათ შორის, ორგანიზაციისსახელით გააკეთოს განცხადებები კონფერენციებზე, ადვოკატირების კამპანიებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მიმდინარეობისას;
- გამოითხოვოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და წარმოებული პროგრამების/პროექტების შესახებ;
- მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კამპანიებსა და სხვა ღონისძიებებში.
წევრობის ტიპის ცვლილება
წევრობის ტიპის ცვლილება, კერძოდ ასოცირებული წევრის სრულუფლებიან წევრად გარდაქმნა შესაძლებელია მაშინ, როცა საწარმო/ორგანიზაცია მიაღწევს სოციალური მეწარმეობის სფეროში მოღვაწეობის
მინიმუმ ორწლიან პერიოდს. წევრის მოთხოვნის საფუძველზე წევრობის კატეგორიის ცვლილების შესახებ განაცხადს გააკეთბს და გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა.