კონცეფციის პოპულარიზაცია
სოციალურ საწარმოთა ალიანსი კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით:
- ვებ-გვერდზე www.seageorgia.ge და სოციალურ ქსელებში ანთავსებს და სისტემატიურად ავრცელებს ინფორმაციას წევრი სოციალური საწარმოების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ;
- ხელს უწყობს სატელევიზიო, რადიო გადაცემებისა და ბეჭდური მედია საშუალებების გამოყენებით წევრთა საქმიანობის გაშუქებას;
- შესაძლებლობას აძლევს წევრ სოციალურ საწარმოებს მონაწილეობა მიიღონ ალიანსის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვებში და სხვადასხვა ღონისძიებებში. ინფორმაცია წინასწარ ვრცელდება ალიანსის ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ. ფოსტის მეშვეობით. ყოველწლიურ გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობა შესაძლებელია გამოფენის თემატიკიდან გამომდინარე წინასწარი შერჩევის საფუძველზე;
- ხელს უწყობს მისი წევრების მიერ განხორციელებული ღონისძიებების პოპულარიზაციას ვებგვერდის და სოციალური ქსელების საშუალებით, რისთვისაც წევრმა ალიანსს წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია;
- ალიანსის წევრებს საშუალება აქვთ თავიანთ ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში განათავსონ სპეციალურად შექმნილი ალიანსის ლოგო, რომელიც იქნება დამატებითი ინდიკატორი დაინტერესებული პირებისთვის;
- წევრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ალიანსის მიერ ორგანიზებულ საპოპულარიზაციო ღონისძიებებსა და კონკურსებში.