საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ეთნოდიზაინი

ტრადიციული რეწვა

ეთნოდიზაინი

ტრადიციული რეწვის პროდუქცია თანამედროვე ტენდენციებით
 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური მაღაზია „ეთნოდიზაინი“ წარმოადგენს კონცეპტუალურ მაღაზიას, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს. იგი თავს უყრის თბილისსა და რეგიონებში, ტრადიციული რეწვის 250-მდე ოსტატის მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას.

თბილისში მდებარე მაღაზია მალე გახდა ცნობილი და მიაღწია ფინანსურ მდგრადობას. შედეგად, 2017 წელს, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიხსნა „ეთნოდიზაინის“ კიდევ ერთი სოციალური მაღაზია, რამაც ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის გაყიდვები 3-ჯერ გაზარდა.

 

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ეთნოდიზაინის” მისიაა ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებითა და გაყიდვების ხელშეწყობით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

“ეთნოდიზაინის” ერთიანი კონცეფციის თანახმად, მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს ქართულ ტრადიციულ და ამავე დროს, ინოვაციურ ელემენტებს, რაც მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ეს ყოველივე განაპირობებს, რომ პროდუქტი განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებში. 

თბილისსა და ვარძიაში მდებარე მაღაზიებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, გემოვნებიანი და განსხვავებული პროდუქცია. კერძოდ: 

  • ქალისა და მამაკაცის აქსესუარები
  • საყოფაცხოვრებო ნივთები
  • სამკაული
  • ინტერიერის აქსესუარები
  • სამოსის აქსესუარები
  • ტრადიციული იარაღი
  • ხალიჩა/ფარდაგები
  • სუვენირები

 

სოციალური შედეგები

  • შეიქმნა ნამუშევრების ახალი კოლექციები;
  • ტრადიციული რეწვის ოსტატებთან მუდმივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაუმჯობესდა სახელოსნოების ინფრასტრუქტურა;
  • გაიზარდა ტრადიციული ხელსაქმის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა;
  • ეთნოდიზაინის მაღაზიებში პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ოსტატების ყოველთვიური შემოსავალი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

Contact Information