საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


კოდალა

შემეცნებითი საშუალებები

კოდალა

ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

ხის პროდუქციის სოციალური საწარმო “კოდალა” 2013 წელს დაფუძნდა, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინიციატივით. სახელოსნოში დასაქმებულ პირთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლებიც ამზადებენ ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებსა და სუვენირებს.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“კოდალას” მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის გზით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

სოციალურ საწარმოში მოქმედებს წარმოების ოთხი ხაზი და იქმნება 200-ზე მეტი სახეობის ხის სათამაშო და სასუვენირო ნაკეთობა. კერძოდ: 

  • ასაწყობი სათამაშოები - 80 სახეობა
  • მექანიკური სათამაშოები - 50 სახეობა
  • ფიგურული სათამაშოები - 55 სახეობა
  • სუვენირები - 30 სახეობა

ნაწარმოები პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს - EN 71-ს. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების განვითარებას. 

კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ხის პროდუქციას.

სოციალური შედეგები

  • კოდალაში ინოვაციური მიდგომებით ახალ პროფესიას დაეუფლა 55-ზე მეტი შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა;
  • საწარმოში დასაქმებულთაგან 17 შშმ პირია;
  • დასაქმებულ პირთა ანაზღაურება შეესაბამება შრომითი ბაზრის განაკვეთს;
  • მოზარდი ახალგაზრდებისთვის შემუშავდა შრომითი აქტივობების პროგრამა, რაც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: რუსთაველის გამზირი N23, თბილისი, საქართველო
  • ელ. ფოსტა: kodalasoc@gmail.com
  • ტელ.: +995599743547
  • ვებ-გვერდი: www.kodalasoc.ge 
  • Facebook: https://www.facebook.com/woodwork.kodala/
 

Contact Information