საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ბაბალე

დეკორაციები და საყოფაცხოვრებო ნივთები

ბაბალე

ხის, ტექსტილისა და კერამიკის მრავალფეროვანი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები

ოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ბაბალეს” მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

“ბაბალე” კრეატიული დიზაინით დამზადებული ხის, ტექსტილისა და კერამიკის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ჩამონათვალშია:   

  • წინდები
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • ნაჭრის ჩანთები
  • ინტერიერის დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები
  • სადღესასწაულო ნივთები და აქსესუარები

 კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას - ბრენდირებულ ჩანთებს, საოფისე ნივთებსა და სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებს.

სოციალური შედეგები

  • ბაბალეს 20 მოზარდი ბენეფიციარიდან 5 დასაქმდა სხვაგან. დანარჩენები კი პროფესიულ სასწავლებელში სწავლობენ.
  • ბაბალეში დასაქმებულია 16 შტატიანი თანამშრომელი, მათ შორის 6 -შშმ პირი, 5 შშმ პირის მშობელი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.
  • პერიოდულად, საწარმო დროებით სამუშაო შესაძლებლობას ქმნის სტუდენტებისთვის. 
  • ბავშვთა ინკლუზიურ სამხატვრო სტუდიაში,რომელიც ფუნქციონირებს "ბაბალეს" ფარგლებში,21 მოზარდს შორის 7 შშმ პირს შესაძლებლობა აქვს უფასოდ ისარგებლოს ხატვის შემსწავლელი კურსით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ალექსანდრე დიუმას N21, თბილისი, საქართველო.
  • ელ-ფოსტა: babaleinfo@gmail.com
  • ტელ.: +995591974351
  • ვებ-გვერდი:www.babale.ge
  • Facebook: https://www.facebook.com/babalestore/

Contact Information