ფარშევანგი
ქვილინგის ტექნიკით დამზადებული მისალოცი ბარათები, სუვენირები და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალები
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო “ფარშევანგი” 2014 წელს დაფუძნდა ქ. ქუთაისში. საწარმო ქვილინგის ტექნიკის გამოყენებით მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის და სწორედ, შემოქმედებითი მიდგომაა გუნდის მთავარი მახასიათებელი. “ფარშევანგის” პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა ნათელი ფერებითა და საინტერესო დიზაინით.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ფარშევანგის” მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო მომხმარებელს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ პროდუქციას და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს სთავაზობს. კერძოდ:
- მისალოცი ბარათები (საახალწლო, საქორწილო, საბავშვო, სხვადასხვა სადღესასწაულო);
- სასაჩუქრე ყუთები და მოსაწვევები;
- სუვენირები;
- განმავითარებელი სახელმძღვანელოები ინკლუზიური განათლებისთვის
კორპორატიული მომხმარებლისთვის „ფარშევანგის“ გუნდს მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება შეუძლია.
სოციალური შედეგები
- სოციალური საწარმოს ამ ეტაპზე ასაქმებს 11 ადამიანს, რომელთა ნაწილი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია
- ქვილინგის შემსწავლელი უფასო კურსების მეშვეობით, საწარმოში 59–მა პირმა შეისწავლა მისალოცი ბარათებისა და სუვენირების დამზადება
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: დუმბაძის N59/61, ქუთაისი, საქართველო.
- ელ. ფოსტა: farshevangi1@gmail.com
- ტელ.: +995591646425
- Facebook: https://www.facebook.com/farshevangi1/