ჩუ
სამაგიდო თამაში ჟესტური ენის პოპულარიზაციისთვის
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
“ჩუ” არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. „ჩუს“ პროდუქციით თამაშის პროცესში მოთამაშეები სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ჩუს” მისიაა სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით.
სოციალური საწარმოს პროდუქტი/სერვისი
“ჩუ” ქმნის სამაგიდო თამაშებს, რომლებიც აგებულია ყველასათვის საყვარელი ძველი თამაშების პრინციპებით და ხელს უწყობს ჟესტური ენის მარტივად დასწავლასა და მეხსიერების განვითარებას. თამაშები რეკომენდირებულია 6 წლიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
კორპორატიულ დამკვეთებს სოციალური საწარმო სთავაზობს არსებული სამაგიდო თამაშების მოდიფიცირებას - სიტყვებისა და დიზაინის შერჩევას მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს საწარმოს წარმომადგენლები სთავაზობენ სამაგიდო თამაშების შეჯიბრის მოწყობის სერვისს ინსტრუქტორის თანხლებით.
სოციალური შედეგები
- საპილოტე რეჟიმში 200-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა „ჩუს“ სამაგიდო თამაშებით, რამაც ხელი შეუწყო ჟესტური ენის პოპულარიზაციას
- შექმნის დღიდან გაიყიდა 600-მდე სამაგიდო თამაში
- ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით “ჩუმ” მოაწყო 500+ ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: გიული ჭოხონელიძის ქუჩა 5, თბილისი, საქართველო
- ელ. ფოსტა: chu.social@gmail.com
- ტელ.: +995 568 610 330
- Facebook: https://bit.ly/2ZA3Ft2