მუსთერაპიული ცენტრი
აღმოაჩინეთ მუსთერაპიის შესაძლებლობებისოციალური საწარმოს შესახებ
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ალტერნატიული და ინოვაციური სივრცე „მუსთერაპიული ცენტრი“ 2016 წელს, შშმ პირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის „მშობელთა ხიდის“ ბაზაზე შეიქმნა.
მუსთერაპია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელიც თავისი დადებითი შედეგის გამო, სულ უფრო პოპულარული ხდება.
მუსიკალურითერაპია (MT) - ფსიქოლოგიური ინტერვენციაა, რომელიც იყენებს მუსიკის ექსპრესიულ ელემენტებს, როგორც ურთიერთქმედების ძირითად საშუალებებს. მუსთერაპიულიმ ომსახურება მოიცავს შემოქმედებით, თერაპიულდა პედაგოგიურ-აღმზრდელობით ინტეგრირებული მუშაობის ფორმებს.
სოციალური საწარმოს მისია
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ალტერნატიულ მოდელზე - მუსთერაპიულ სერვისზე - ხელმისაწვდომობის ზრდა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
სოციალური საწარმოს სერვისი
მუსთერაპიული ცენტრის მომსახურებაში შედის:
- მუსთერაპიული ცენტრის სპეციალისტების/ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ კლიენტის შეფასება და მისთვის ინდივიდუალური აბილიტაციის გეგმის შედგენა;
- თერაპიული ინტერვენცია - მოიცავს აუცილებელ მუსთერაპიას, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებით სპეციალური პედაგოგის დახმარებას, მეტყველების თერაპიას, ფსიქოლოგის დახმარებას, სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტის, ქცევითი (ABA) თერაპიის სეანსებს, აგრეთვე დამწყები პროფესიონალების და მშობელთა განათლების ტრენინგ - სემინარებს
- ოჯახური გაკვეთილები - მშობელთან და ბავშვთან ინტეგრირებული სეანსები.
სოციალური შეგედები
- ცენტრის სერვისებით სარგებლობის შედეგად 100-მდე ბავშვმა და მოზარდმა გაიუმჯობესა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- საზოგადოებაში გაიზარდა მუსთერაპიული სერვისის ცნობადობა;
- მიღებული მოგება ხმარდება დამფუძნებელი ორგანიზაციის „მშობელთა ხიდის“ პროექტების თანადაფინანსებას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: musictherapycenter@gmail.com
- TEL: +995577473440
- მისამართი: გოცირიძე N2, თბილისი, საქართველო.
- Facebook: https://www.facebook.com/MusTherapyCenter/