საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ნუკრიანის სახელოსნოები

ტრადიციული რეწვა

ნუკრიანის სახელოსოები

ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალურმა საწარმომ “ნუკრიანის სახელოსნოები” 2007 წლიდან დაიწყო საქმიანობა ა(ა)იპ სათემო ორგანიზაცია “ნუკრიანის” ბაზაზე. შემოქმედებითი სახელოსნოს დაფუძნება ეფექტური საშუალება აღმოჩნდა სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობისთვის. დაფუძნების დღიდან, საწარმოში დასაქმებული ადგილობრივები ტრადიციული ხელსაქმის მრავალფეროვან პროდუქციას ქმნიან.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ნუკრიანის სახელოსნოების” მისიაა ნუკრიანში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი დასაქმებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობით.

სოციალური საწარმოს პროდუქტი/სერვისი

სოციალურ საწარმოში ქვილთის, თექისა და ტექსტილისგან იქმნება დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნივთები და აქსესუარები. კერძოდ:

  • ჩანთა
  • კედლის პანო
  • მაგიდის გადასაფარებელი
  • დეკორატიული ბალიშები
  • სათამაშოები და სუვენირები

დამატებით, სახელოსნო ტურისტულ ჯგუფებს სთავაზობს მათ ინტერესებზე მორგებულ ხელსაქმის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსებს

სოციალური შედეგები

  • ნუკრიანის სახელოსნოებში დასაქმებულია 7 ადგილობრივი ქალი, რომელთათვისაც დასაქმების ალტერნატიული ადგილი მიუწვდომელია;
  • დასაქმებულებისთვის სივრცე წარმოადგენს სოციალიზაციის საშუალებას;
  • საწარმო ხელს უწყობს ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას;
  • მიღებული მოგებით სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც სოფლის მოსახლეობის გააქტიურებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველო
  • ელ. ფოსტა: cun.nukriani@yahoo.com
  • ტელ,: +995 577 202 111
  • Facebook: https://www.facebook.com/nukrianissakhelosnoebi/

Contact Information