ისტორიალი
გამორჩეული საჩუქარი საქართველოდანსოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
2000 წლიდან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მოქმედი პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო “ისტორიალი” 2012 წელს ჩამოყალიბდა, როგორც სოციალური ბიზნესი. არტ-ჯგუფი “ისტორიალის” საქმიანობის მთავარ ღერძს წარმოადგენს ქართული კულტურული სექტორის ეკონომიკური მდგრადობა და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება. დღესდღეობით „ისტორიალი“ უკვე წარმატებული და ცნობილი ბრენდია, რომლის პროდუქციასაც ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა თუ საპატიო სტუმრებს.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ისტორიალის” მისიაა ქართული კულტურის, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და ცნობადობის ამაღლება.
„ისტორიალის“ საქმიანობის მიზანს წარმოადგენს, შეინარჩუნოს ნივთის ისტორიული ღირებულება და ამასთანავე, მიუსადაგოს თანამედროვეობას.
სოციალური საწარმოს პროდუქტი/სერვისი
არტ-ჯგუფი „ისტორიალი“ უძველეს ისტორიას თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკის გარშემო ქმნის გამოყენებით-დეკორატიულ და სასაჩუქრე პროდუქციას. “ისტორიალის” პროდუქციის ჩამონათვალში რამდენიმე ხაზია. კერძოდ:
- ქალისა და მამაკაცის სამკაული;
- მცირე დეკორატიული ქანდაკებები;
- სუფრის აქსესუარები;
- საოფისე აქსესუარები;
- ისტორიულ-დეკორატიული თასების ასლები.
“ისტორიალის” კოლექცია 200-მდე ნივთს აერთიანებს, რომელიც შექმნილია ლითონმქანდაკებლობის (ვერცხლი, თითბერი, ბრინჯაო), კერამიკისა და ტექსტილზე ბეჭდვის ტექნოლოგიებით.
სოციალური შედეგები
- “ისტორიალში” დასაქმებულია 25-მდე ოსტატი, რომლებიც ემსახურებიან კოლექციის შექმნას: ჩამოსხმა, ხელით დამუშავება, კერვა, შეფუთვა და ა.შ.;
- სოციალურ საწარმოში მიღებული შემოსავლით მნიშვნელოვნად განვითარდა ტრადიციული რეწვის სექტორი, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი მიმართული საქართველოს კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ;
- “ისტორიალის” საქმიანობის შედეგად კულტურის სექტორში გაჩნდა ბიზნეს მიდგომა, რაც ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ნიკო ნიკოლაძის N7, თბილისი, საქართველო
- ელ-ფოსტა: info@istoriali.ge
- ტელ.: 0 32 2 921 335
- ვებ-გვერდი: www.gaccgeorgia.org
- Facebook: https://www.facebook.com/ISTORIALI/