საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


საქველმოქმედო კავშირი თემი

ნატურალური პროდუქტები

საქველმოქმედო კავშირი თემი

ბიო პროდუქტები და მიზნობრივი ჯგუფების საცხოვრისი გრემში

სოციალური საწარმოს შესახებ

"თემი" ერთ-ერთი პირველი სოციალურად ორიენტირებული, არამომგებიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო ე.წ. “პოსტსაბჭოთა სივრცეში”, რომელმაც არა-ინსტიტუციური გარემო შექმნა სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფისთვის. 

დაფუძნების დღიდან, 1991 წლის გაზაფხულიდან, "თემი" ორგანულ/ბიო - სოფლის მეურნეობას მისდევს, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველი მაცხოვრებლებისთვის თავშესაფრის მიცემა, ოჯახური გარემოს შექმნა, დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და მათი სამუშაო უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.  

1991-2004 წლებში, 6.7 ჰა ვენახი გაშენდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემში (შვინდმიწები), ქინძმარაულის მიკროზონაში. რქაწითელის, მწვანისა და საფერავის ვენახებს „კავკასსერტის” ორგანული/ბიო სერტიფიკატი გააჩნია. ღვინის წარმოება მხოლოდ საკუთარი ვენახების მოსავლით ხდება. პროცესს - გადამუშავებიდან ეტიკეტირებამდე - აღჭურვილობის მოხმარების ცოდნა სჭირდება, რასაც "თემის" მაცხოვრებლები და დაქირავებული თანამშრომლები ეფექტურად ფლობენ. ღვინის წარმოების პროცესში ჩართული თემის ბენეფიციარები და დაქირავებული პერსონალი პერიოდულად გადის გადამზადების კურსებსა და წვრთნებს პროფესიული განვითარებისა და საწარმოო უნარების გაუმჯობესების მიზნით.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“თემის” მისიაა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისიები

სოციალური საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახის პროდუქციას სთავაზობს. კერძოდ:

  • ქვევრის ბიო ღვინო: რქაწითელი(მშრალი) და საფერავი(მშრალი); თემის ნ/ტკბილი(წითელი)
  • ჭაჭა
  • ვაშლის, ბროწეულისა და ყურძნის ნატურალური წვენები
  • სხვადასხვა ხილის ჯემები
  • ხელნაკეთი საოჯახო ნივთები

პროდუქტი იქმნება პროფესიონალი მევენახე-მეღვინეებისა და თემის წევრების ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროდუქტმა უკვე რამდენჯერმე მოიპოვა აღიარება Winexpo Georgia-ზე ისეთ პროფესიონალთა შორის, როგორებიც არიან ტიმ ატკინი (MW), ჯონ სალვი (MW), ადამ ლეხმერი, ფელისიტი კარტერი და მსოფლიო დონის სხვა ექსპერტები.

გარდა პროდუქტისა, "თემი" ტურისტულ ჯგუფებს სთავაზობს სხვადასხვა უნიკალურ გამოცდილებას. ჩამონათვალშია: 

  • ღვინის დეგუსტაცია
  • ქვევრის გახსნა
  • ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა
  • რთველში მონაწილეობა (ყურძნის კრეფა/დაწურვა) - სეზონური;
  • ხალხური სიმღერები
  • სრული სეზონის რესტორანი ტრადიციული ქართული და ევროპული კერძებით (მინიმუმ 45 ლარიანი მენიუ)
  • ველოტურები მარკირებული მარშრუტებით (მაღალი ხარისხის 20 ველოსიპედი ჩაფხუტებით)
  • თემის ტური

სოციალური შედეგები

  • თემში ოჯახურ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს მოწყვლადი ჯგუფის 49 წარმომადგენელი, რომლებიც იძენენ / ავითარებენ პირადი ჰიგიენის, ურთიერთობების, შრომით ჩვევებს და აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სოციალიზაციის სხვადასხვა პროცესებში;
  • "თემის" ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ბენეფიციართა ნაწილი საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში აგრძელებს დამოუკიდებელ ცხოვრებას (დასაქმებულია და/ან სწავლობს). მათ შორის რამდენიმემ მიიღო საუნივერსიტეტო განათლება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: სოფელი გრემი, კახეთის რაიონი, საქართველო
  • ელ. ფოსტა: contact@temi-community.org
  • ტელ.: +995551927623
  • Facebook: https://www.facebook.com/TEMI.community/

Contact Information