საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


აგამა

ნატურალური პროდუქტები

აგამა

ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქცია
 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საწარმო „აგამა“ 2017 წელს დაფუძნდა ფონდი „აფხაზინტერკონტინენტის“ მიერ. საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს და მისი შექმნის ისტორია უკავშირდება, დამფუძნებლების სურვილს ერთი მხრივ, წვლილი შეეტანათ სოფლის მეურნეობის განვითარებაში და მეორე მხრივ, გაეძლიერებინათ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, რომლებიც იმერეთის რეგიონში ცხოვრობენ.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“აგამას” მისიაა, იმერეთის რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის მიზნით.

სოციალური საწარმოს მიზანი

  • სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
  • სამიზნე ჯგუფებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა მომავალში დამოუკიდებლად საქმიანობის წამოსაწყებად;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების სფეროში.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს სასათბურე მეურნეობაში მოყვანილ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. კერძოდ:

  • მარწყვი
  • მარწყვის კომპოტი
  • მარწყვის მურაბა
  • მარწყვის ჯემი
  • მთის თაფლი

სოციალური შედეგები 

  • ამჟამად სოციალურ საწარმოში დასაქმებულია სამიზნე ჯგუფის 5 წარმომადგენელი;
  • 2017 წლიდან დღემდე სამიზნე ჯგუფის 70-მდე წარმომადგენელმა “აგამაში” გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი. მათ შორის 10 პირი დასაქმდა სოციალური საწარმოს ხელშეწყობით, ხოლო დანარჩენმა წამოიწყო საკუთარი საქმიანობა;
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერისტეტის აგრარული ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტმა სოციალურ საწარმოში გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი. ამჟამადაც საწარმოო სტაჟირებას გადიან ახალგაზრდა იძულებით გადაადგილებული პირები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

  • საწარმოს მისამართი: გეგუთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, საქართველო
  • ოფისის მისამართი: ნინოშვილის / დავითაშვილის #27/2, ქუთაისი, საქართველო
  • ტელ: (0431) 26 48 61; +995 579 104 416; +995 599 170 805; +995 597 979 529
  • ელ.ფოსტა: Archil_Elbakidze@yahoo.com
  • Facebook: https://www.facebook.com/AgamaSocialEnterprise

 

Contact Information