საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


პოტერია

ტრადიციული რეწვა

პოტერია

თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო
 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საწარმო “პოტერია” 2018 წელს დაფუძნდა პროფესიონალთა გუნდის მიერ. საწარმოს დაფუძნების იდეა უკავშირდებოდა დამფუძნებელთა სურვილს, შეენარჩუნებინათ ქართული ტრადიციული რეწვის დარგის - თიხისა და კერამიკის დამუშავების ტექნიკა და პოპულარიზაცია გაეწიათ მისთვის. დამატებით, გუნდმა მიზნად დაისახა, ეზრუნა კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე, რომელთა კერამიკის წარმოებაში ჩართულობასაც ორმაგი დადებითი შედეგი ექნებოდა - პროფესიული გადამზადება-დასაქმება და არტ-თერაპიული ეფექტი, რაც თიხასთან საქმიანობას ახლავს თან.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“პოტერიას” მისიაა კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებით სახელოსნოში დასაქმების მეშვეობით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის პროდუქტს:

  • თეთრი თიხისგან დამზადებული ე.წ. უტილის სხვადასახვა სახის პროდუქტი
  • თეთრი თიხისგან დამზადებული მზა სასუვენირო პროდუქტს დაბეჭდილი გამოსახულებით

გარდა პროდუქციისა, სოციალური საწარმო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს თიხისა და კერამიკის კურსებს “გამოძერწე შენი ფანტაზია”.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ელ. ფოსტა: potteria.se@gmail.com
  • TEL: +995577979950
  • Address: წინამძღვრიშვილის N60, თბილისი, საქართველო.
  • Facebook: https://bit.ly/3f2s9BO 

Contact Information