მწვანე საჩუქარი
მეორადი ქაღალდის პროდუქცია გარემოს გადასარჩენადსოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს 2017 წელს. ეს იდეა კი მიემართებოდა, გუნდის სურვილს, უფრო მეტად ეზრუნათ გარემოზე და ხელი შეეწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მართვის სწორი მიდგომების დანერგვაში.
დღესდღეობით „მწვანე საჩუქარი“ აერთიანებს გარემოზე მზრუნველ ადამიანებსა და ორგანიზაციებს. სწორედ ამ მეგობარი ორგანიზაციების და ინდივიდების მხარდაჭერით, მწვანე საჩუქარი აგროვებს ქაღალდის ნარჩენს, უზრუნველყოფს მის გადამუშვებას და გადამუშავებული ქაღალდით ქმნის მეორეულ, ეკო-დამზოგავ პროდუქტებს.
სოციალური საწარმოს მისია და მიზანები
„მწვანე საჩუქრის“ მისიაა, გახადოს გარემოზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი.
სოციალური საწარმოს მიზანია გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
„მწვანე საჩუქარი“ მომხმარებელს სთავაზობს კორპორატიულ როგორც პროდუქტს, ასევე მომსახურებას. სოციალური საწარმო ამზადებს სხვადასხვა სახეობის ეკო-მეგობრულ ქაღალდის პროდუქტს. კერძოდ:
- სხვადასხვა ზომის კონვერტები;
- სხვადასხვა ზომის ქაღალდის ჩანთები;
- ღვინის ჩანთები, თასმებით ან ამოკვეთილი სახელურებით;
- მცირე ზომის კოლოფები;
- საკანცელარიო მასალები (ბლოკნოტები, ფლიპჩარტები, საბეჭდი ქაღალდი, ბროშურები, სავიზიტო ბარათები, ფლაერები და ა.შ.);
- შესაფუთი ქაღალდი.
სოციალური საწარმო კორპორატიულ მომხარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებაზე მორგებულ შეთავაზებებს - ბრენდირებულ მისალოც ბარათებს, კონვერტებს, სასაჩუქრე ჩანთებს, შესაფუთს ქაღალდსა და საჩუქრების შეფუთვის მომსახურებას.
ამასთანავე, “მწვანე საჩუქარი” ორგანიზაციებს სთავაზობს ქაღალდის ნარჩენების შეგროვების სერვისს. სოციალურ საწარმოსთან მეგობრობით, კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარ ოფისებში განათავსონ მწვანე ყუთები და შეაგროვონ ნარჩენი „მწვანე საჩუქართან“ ერთად. დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის საწარმო ნარჩენების შესაგროვებელ ყუთებსა და შეგროვებული ქაღალდის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
სოციალური შედეგები
- საწარმოს დაარსებიდან დღემდე შეგროვდა და გადამუშავდა 200 ტონამდე მაკულატურა;
- ქაღალდის გადამუშავების შედეგად მოჭრას გადაურჩა დაახლოებით 3400 ხე;
- ჩატარდა 50-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ნარჩენების მართვის თემაზე სასწავლო დაწესებულებებსა და ახალგზრდულ კლუბებში;
- 150-ზე მეტ მეგობარ (პარტნიორ) ორგანიზაციაში განთავსებულია ქაღალდის შესაგროვებელი მწვანე ყუთები;
- საწარმოში დასაქმებულია 8 ადამიანი (არასრულ განაკვეთზე), ხოლო პერიოდულად დამატებით, საქმდება 10-მდე სტუდენტი;
- განხორციელებული პროექტის ფარგლებში ორმა სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდამ შეისწავლა გრაფიკული დიზაინის პროგრამები, რის შემდეგაც დასაქმდა საწარმოში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ვ. თოფურიძის N8, თბილისი, საქართველო
- ელ-ფოსტა: Greengift.geo@gmail.com
- ტელ.: +995 599 329 331
- Facebook: https://www.facebook.com/Greengift.Geo/