სოციალური თერაპიის სახლი
სოციალური საწარმოს შესახებ
“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” 1990 წელს დაარსდა და უზრუნველყოფს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირების მომსახურებას. დღის ცენტრის ბაზაზე არსებულ სახელოსნოებში, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისა და პროფესიონალთა გუნდის ერთობლივი მუშაობით იქმნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთიდეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნივთები და აქსესუარები.
სოციალური საწარმოს მისია
საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო დღის ცენტრის მომსახურებას უწევს შშმ პირებს. დღის ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს 8 სახელოსნო: ქაღალდის მეორადი გადამუშავების, სანთლების, კრეატიული, ტექსტილზე და აქსესუარებზე ბეჭდვის, ლაზერული ჭრისა და გრავირების სახელოსნოები, ასევე, სტამბა და სადურგლო.
შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას, კერძოდ:
- ხის დეკორაციული ზარდახშები;
- დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული კედლის საათები;
- ხის აქსესუარები სამზარეულოსთვის და ინტერიერისთვის;
- ხელნაკეთი სანთლები;
- ტექსტილის ჩანთები;
- მეორადი გადამუშავების ქაღალდით დამზადებული მისალოცი ბარათები და წიგნაკები;
- თექის და ტექსტილის თოჯინები და ა.შ
- კორპორაციული მომხმარებლებისთვის საწარმო ამზადებს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას.
სოციალური შედეგები
- საწარმოს მომსახურებით დღეისათვის 50 შშმ პირი სარგებლობს;
- სოციალური საწარმოს ბაზაზე მიმდინარეობს მომავალი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ უნარი, სოციალურ-თერაპიული მიდგომიდან გამომდინარე წარმართონ ურთიერთობა და შრომითი პროცესები განვითარების შეზღუდვისმქონე პირებთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: infoapnsc@gmail.com
- TEL: +995577400753
- მისამართი: ძმები უბილავების N8, თბილისი, საქართველო.
- Facebook: https://bit.ly/2D9ooMN
- Web: www.apnsc.ge