საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



წნული

დეკორაციები და საყოფაცხოვრებო ნივთები

წნული

მოწნული ნივთები, ინტერიერის აქსესუარები და ავეჯი კასპიდან

სოციალური საწარმოს შესახებ

2016 წელს, კასპის შშმ პირთა კავშირის ბაზაზე დაფუძნდა სოციალური მისიის მქონე საწარმო „წნული“, რომელმაც საქმიანობა მკაფიო მიზნებითა და აქცენტებით დაიწყო. სოციალური საწარმო დასაქმებულ პირებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სამუშაო სივრცეს.

შშმ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საწარმოს მთავარი ორიენტირია.

სოციალური საწარმოს მისია

„წნულის“ მისიაა კასპის რაიონში მცხოვრები შშმ პირებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიული განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათი სამუშაო უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო ბუნებრივად მოპოვებული რესურსისგან (ნედლეულისგან) ამზადებს არქაული ტიპის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ინტერიერსა და ექსტერიერზე გათვლილ პროდუქციას. ეს არის ტრადიციულისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია, მორგებული ყველა თაობისა და გემოვნების მომხმარებელზე, რაზეც ნაწარმის ხარისხი, ნაირსახეობა და ფართო არჩევანიც მეტყველებს.

ამ ეტაპზე საწარმოში მზადდება რამდენიმე სახის დაწნული პროდუქცია. Კერძოდ: 

  • თეფში
  • სახილე
  • კალათი
  • სუნდუკი
  • სანათი
  • სკივრი
  • მოწნული ბოთლი

სოციალურ საწარმოში ასევე მზადდება განსხვავებული ინტერიერის ნივთები, აქსესუარები და ავეჯი.                                    

სოციალური შედეგები

  • 2017 წელს სოციალურმა საწარმომ ადგილობრივ შშმ პირებს შეასწავლა წნული  პროდუქციის დამზადების ტექნიკები და გადამზადებული პირებიდან ხუთი ბენეფიციარი დასაქმდა ადგილზე; 
  • „წნულმა“ თავისი არსებობითა და უკვე მიღებული შედეგებით ამტკიცებს, რომ არსებობს შეზღუდული გარემო, შესაძლებლობები კი არა. 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: გრიშაშვილის N4, კასპი, საქართველო
  • ელ-ფოსტა: tsnuli.ts0@gmail.com
  • ტელ.: +995 551 773 774
  • Facebook: https://bit.ly/2BHKo14

Contact Information