ცისარტყელა
დაინახე მეტი შესაძლებლობა
სოციალური საწარმოს შესახებ
2013 წლიდან ამოქმედდა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თელავში, ყვარელში, ახმეტასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამა საჭიროების მხოლოდ 1,6%-ს ფარავდა. შესაბამისად, გაჩნდა იდეა ისეთი მომსახურების განვითარების, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი ბავშვისთვის. 2017-2018 წლებში ადგილობრივ თვითმმართველობასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თელავის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ასეთი სერვისი სოციალური საწარმო „ცისარტყელას“ სახით. შედეგად, სახელმწიფო პროგრამის მომსახურებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სერვისის ხელმისაწვდომობა.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ცისარტყელას” მისიაა თელავსა და კახეთის რეგიონში არსებული სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი განხორციელების ადვოკატირებითა და ახალი სერვისების განვითარებით, ხელი შეუწყოს ბავშვზე ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობას.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
“ცისარტყელას” მომსახურება მოიცავს განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-7 ასაკის ბავშვების დროულ გამოვლენასა და ჩართვას შესაბამის სერვისში. ჩამონათვალშია:
- განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
- სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა
- ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება
- შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია
მომსახურება მოიცავს სამ სისტემას:
- პირველადი ჯანდაცვა
- სკოლამდელ დაწესებულებას და ოჯახს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა/განვითარება
- რეფერალური სისტემის ამოქმედება, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა ამ სერვისში
“ცისარტყელაში” საქმიანობა შემდეგი მიმართულებით წარიმართება:
- პირველადი ჯანდაცვის მედ-პერსონალის ან საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მიერ გამოვლენილი სამიზნე ჯგუფის ბავშვების სიღრმისეული შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი)
- ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება (ბავშვის სოციალურ-ემოციური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარების შეფასების საფუძველზე)
- დასკვნა/რეკომენდაციების შემუშავება მშობლისთვის, აღმზრდელისთვის
- საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, მშობელთან თანამშრომლობით, განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება
- მომსახურების გაწევა (ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობა)
- არაუგვიანეს 6 თვისა, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ხელახალი შეფასება/გადაფასება, პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მონიტორინგი.
“ცისარტყელას” პროგრამული მიმართულებებია:
- ბავშვთა ადრეული განვითარება
- სკოლამდელი ინკლუზიური განათლება
- მშობელთა სკოლა
სოციალური შედეგები
- სერვისი ხელმისაწვდომია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე და შშმ ბავშვისთვის
- 2021 წლის მონაცემებით, განხორციელდა 2500-ზე მეტი ბავშვის განვითარების სკრინინგი. ყველა მშობელს გადაეცა რეკომენდაციები, მიიღეს სპეციალისტის კონსულტაცია
- 300-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მომსახურება „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ხოლო 150-ზე მეტმა ბავშვმა - თელავის მერიის მიერ დაფინანსებულ ადრეული განვითარების და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამის ფარგლებში
- გაიზარდა მშობლების ცნობიერება ადრეული განვითარების მნიშვნელობისა და მათი როლის შესახებ ბავშვის აღზრდის პროცესში. შედეგად, ყოველთვიურად იზრდება მიმართვების რაოდენობა
- მშობელთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს მშობლებს, განივითარონ პოზიტიური მშობლობის უნარები, რაც ბავშვის სწორი განვითარების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია
- სოციალური საწარმოს შემოსავლებმა (ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი დონორი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, ქველმოქმედება, თვითმმართველობა, მოსახლეობის მხრიდან თვითდაფინანსება, ორგანიზაციის სხვა მომსახურებიდან შემოსავლები) შესაძლებლობა გააჩინა, ადრეული ინტერვენციის მომსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეღოთ უფასოდ
- ბავშვები, რომლებიც დგანან სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადრეული ინტერვენციის მომსახურების მომლოდინეთა რიგში, მომსახურებას იღებენ დაუყოვნებლივ;
- სოციალურმა საწარმომ შესაძლებელი გახადა მერიის თანადაფინანსების ამოწურვის შემდეგ არ შემწყდარიყო სერვისის მიწოდება ბენეფიციართათვის
- “ცისარტყელას” დადებით შედეგებზე საუბრობს ბაგა-ბაღების სააგენტო, სოფ. ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მშობლები
- არსებული პროგრამები განვითარდა სენსორული პროფილით (სპეციალისტების გადამზადება, შესაბამისი ინვენტარის შეძენა), რამაც ბენეფიციარებს გაუმჯობესებული მომსახურების მიღების შესაძლებლობა მისცა
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ჩოლოყაშვილის N3. თელავი, საქართველო.
- ელ. ფოსტა: ninopaatashvili@gmail.com
- ტელ.: +995593334224
- Facebook: https://bit.ly/3APfY7g
- ვებ-გვერდი: http://gpida.ge/
დამატებითი ინფორმაცია
სატელევიზიო სიუჟეტები “ცისარტყელას” შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: