რედო
სოციალური საწარმოს შესახებ
სოციალური საწარმო "რედო" 2019 წელს დაარსდა ოზურგეთში.
საწარმო აწარმოებს ეზოს მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ფილებს და ასაქმებს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს.
რედოს გუნდს სჯერა, რომ გუნდური მუშაობით, ერთმანეთის თანადგომითა და საქმის ხარისხიანი შესრულებით საწარმო გახდება სამაგალითო, როგორც გურიაში, ისე მთელს საქართველოში.
სოციალური საწარმოს მისია
რედოს მისიაა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა მათ თავი იგრძნონ სოციუმის სრულფასოვან წევრებად და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
ამასთან, რედო ხელს უწყობს მათ პროფესიულ გადამზადებას და დასაქმებას.
სოციალური საწარმოს მიზანი
- გურიის რეგიონში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმები ხელშეწყობა;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების (ბავშვები, ზრდასრულები, ხანდაზმულები, მსჯავრდებულებისა და ნასამართლევი ადამიანების ოჯახებიდან) სოციალური კეთილდრეობის გაუმჯობესება.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო რედო აწარმოებს ეზოს მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ფილებს, სულ 12 სახის პროდუქტს.
სოციალური შედეგები
სოციალური საწარმო რედო ამჟამად ასაქმებს 7 კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით "რედოს" გუნდს:
- ელ. ფოსტა: redoenterprise@gmail.com
- TEL: +995 551 00 55 88
- მისამართი: წერეთლის #29, ოზურგეთი, საქართველო
- Web: https://www.facebook.com/RedoEnterprise/