საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სამეზობლო

სერვისები

სამეზობლო  მულტიფუნქციური ცენტრი

სოციალური საწარმოს შესახებ

სოციალური საწარმო „სამეზობლო - მულტიფუნქციური ცენტრი“ არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი და ჰოსტელი, რომელიც მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაღაროში. სამეზობლო შესაძლებლობას აძლევს ბიუჯეტურ ორგანიზაციებსა და კერძო ვიზიტორებს გამოიყენონ სივრცე რეკრეაციისთვის, გუნდის შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, სემინარებისათვის, გამოფენებისთვის, ფესტივალებისთვის, მედიტაციის სერიებისა და სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.

სოციალური საწარმოს მისია

სამეზობლოს მისიაა ხელი შეუწყოს რეგიონისა და ადგილობრივი თემის გააქტიურებას, მათ დასაქმებას და შექმნას სივრცე არაფორმალური შეხვედრებისთვისა და აქტივობებისთვის.

სოციალური საწარმოს სერვისი

მულტიფუნქციური ცენტრი “სამეზობლოს”  ბაზაზე ფუნქციონირებს:

  • ჰოსტელის ტიპის საერთო საძინებლები;
  • ღია და დახურული საკონფერენციო სივრცე სხვადასხვა აქტივობებისთვის: ტრენინგები, ვორკშოპების, გამოფენები, ფესტივალები, სხვა;
  • სტუმრებისთვის ადგილობრივი ტურებისა და ვახშმების ორგანიზების სერვისი;
  • კაფე-რესტორანი (მზადების პროცესშია);
  • ადგილობრივი ნაწარმის მაღაზია (მზადების პროცესშია);
  • ველოსიპედების გაქირავების სერვისი (მზადების პროცესშია).

სოციალური შედეგები

სამეზობლოში დაარსების დღიდან  100-ზე მეტ სტუმარსა და 15-მდე ჩატარებულ ღონისძიებას უმასპინძლა. სოციალური საწარმოს მიერ არარეგულარულად  დასაქმებულ ადგილობრივთა რაოდენობა კი ჯამში 50-ს აღწევს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • Tel: +995 591 97 48 80
  • E-mail: ltd.neighborhood@gmail.com
  • მისამართი: სოფელი ზემო მაღარო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი
  • Facebook: https://www.facebook.com/NeighborhoodKakheti/
  • Instagram: @neighborhood_sighnaghi

Contact Information