სოციალური საწარმო "მირაბალდები"
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
ა(ა)იპ „მირაბალდების“ საქმიანობის ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს, ეზრუნათ ძალადობაგამოვლილ ადამიანებზე და უფრო მეტი ესაუბრათ საზოგადოებასთან ქალებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოს განვითარებაში. სოციალური საწარმო სამი დომინიკელი აქტივისტი დის სახელობისაა, რომლებიც XX საუკუნეში იბრძოდნენ ძალადობის წინააღმდეგ.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“მირაბალადების” მისიაა ძალადობაგამოვლილ ადამიანთა მხარდაჭერა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობისა და მასთან ბრძოლის ხერხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.
სოციალური საწარმოს მიზნებია:
- ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მათზე ზრუნვა;
- ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერა ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში ბიბლიოთეკისა და სამკითხველო სივრცეების შექმნა/კეთილმოწყობა;
- საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია იმ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
ა(ა)იპ „მირაბალდები“ ქმნის ბრენდირებულ პროდუქციას, რომელიც მოიცავს პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების გამოსახულებიან სხვადასხვა ნივთს. კერძოდ:
- უბის წიგნაკები
- წიგნის სანიშნეები
- წინდები
- მაისურები (წინასწარი შეკვეთით)
- ჩანთები (წინასწარი შეკვეთით)
- ილუსტრაციები ტილოზე (წინასწარი შეკვეთით)
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ალ. გრიბოედოვის #15, 0108, თბილისი, საქართველო
- ტელ: +995 595 79 40 04
- ელ. ფოსტა - mirabaldebi@gmail.com
- Facebook: https://www.facebook.com/mirabaldebi
- Instagram: https://www.instagram.com/mirabaldebi/https://www.instagram.com/mirabaldebi_shop/