დედიკო
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო „დედიკო“ 2021 წელს შეიქმნა ფონდი კონსტანტას (WWW.CONSTANTAFOUNDATION.GE) მიერ. აღსანიშნავია, რომ ფონდი 1997 წლიდან ცდილობს, გააძლიეროს მცირე მეწარმეები და ფერმერები. სოციალური საწარმო „დედიკო“ კონსტანტას ახალი პროექტია, რომელიც მარტოხელა დედების მხარდაჭერისკენაა მიმართული.
სოციალური საწარმოს მისია და მიზანები
„დედიკოს“ მისიაა საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო „დედიკო“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან შეკერილ სხვადასხვა პროდუქტს. ჩამონათვალშია:
- ბავშვისა და მოზრდილის ჩანთები
- ზურგჩანთები
- შარფები
- სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარების სუფრები
„დედიკო“ პროდუქციის შექმნსას იყენებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებს, რაც შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და მოპოვებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით.
სოციალური შედეგები
- სოციალურ საწარმოში გადამზადება გაიარა და კერვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინა ოთხმა მარტოხელა დედამ;
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ-ფოსტა: tamar.lebanidze@constantafoundation.ge
- ტელ.: +995 599556337 ; +995 599303434