საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ჩვენი დები

ტრადიციული რეწვა

სოციალური საწარმო "ჩვენი დები"

 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

“ჩვენი დების” შექმნას წინ უძღოდა დამფუძნებლის სურვილი, ხელი შეეწყო საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციული რეწვის ხელსაქმეს და უნიკალური ტექნიკით ქმნიან სხვადასხვა ნივთს. ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან ცდილობს, აღმოაჩინოს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი ნიჭითა და უნარებით, თუმცა არ აქვთ მათი პროდუქციის რეალიზაციის მრავალფეროვანი წყაროები და შესაბამისად, შემოსავალი.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ჩვენი დების” მისიაა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ტრადიციული რეწვის სფეროში მათი პოტენციალის მაქსიმალური ათვისებითა და დასაქმების გზით.  

“ჩვენი დების” მიზნებია: 

  • ტრადიციული რეწვის ოსტატების ხელნაკეთი პროდუქციის განვითარება და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება (კომერციულ ნაწარმად გარდაქმნა); 
  • ტრადიციული რეწვის ოსტატების მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში. 

სოციალური საწარმო მუდმივად ცდილობს, მოიძიოს მათი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები და გააერთიანოს “ჩვენი დების” გარშემო.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი 

სოციალური საწარმო „ჩვენი დები“ მომხმარებელს უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს. კერძოდ: 

  • სხვადასხვა დიზაინის მქონე თექის ხელნაკეთი ოთახის ჩუსტები
  • შალის წინდები ეროვნული ორნამენტებით
  • ხის დეკორაციები
  • ნაქსოვი სუვენირები

“ჩვენი დების” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ორგანიზაციის Facebook-ის საშუალებით და ასევე თბილისსა და რეგიონებში (სვანეთი და ბორჯომი) მდებარე მაღაზიებში. 

სოციალური შედეგები

  • გაიზარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი) მცხოვრები შვიდი ქალბატონის ეკონომიკური შემოსავალი “ჩვენი დების” მხარდაჭერით; 
  • “ჩვენი დებისა” და ქართველი დიზაინერების ჩართულობით განახლდა ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის იერსახე, რამაც უფრო მოთხოვნადი გახადა ნაწარმი. 

საკონტაქტო ინფორმაცია 

Contact Information