საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


7R

გარემოს დაცვა

სოციალური საწარმო ""7R

 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საწარმო “7R” დაფუძნდა 2020 წლის 7 აგვისტოს ზუგდიდში. სოციალური საწარმოს შექმნით დადებითი პრეცენდენტი შეიქმნა საქმიანობის თბილისიდან რეგიონში გატანისა და ადგილზე გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურობის. 2022 წლის დეკემბერში სოციალურმა საწარმომ ქალაქ გორში გადმოინაცვლა.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“7R-ის” მისიაა გარემოს დაცვა საქართველოში მდგრადი მოდის დამკვიდრებითა და ჩვენ ირგვლივ ქსოვილების ნარჩენების შემცირების გზით. გრძელვადიან პერსპექტივაში დამფუძნებლები მიზნად ისახავენ მულტიფუნქციური სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება სხვადასხვა  სახელოსნოები, ნულოვანი ნარჩენის მაღაზია და კაფე, საერთო სამუშაო სივრცე და ნარჩენების დახარისხების კუთხე.

სოციალური საწარმოს მიზნებია: 

  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა გარემოსდაცვით საკითხებზე; 
  • მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა; 
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი 

სოციალური საწარმოს პირველ სახელოსნოში ქსოვილის ნარჩენების აღდგენით და ხელახალი გამოყენებით იქმნება ახალი, ფუნქციური ტანსაცმელი, დეკორაციები და აქსესუარები. კერძოდ: 

  • ჩანთა
  • თმის სამაგრი
  • აქსესუარები ოთხფეხა მეგობრებისთვის
  • საყურეები და სხვ. 

სოციალურმა საწარმომ დაფუძნების დღიდან მოახერხა 500 კგ-მდე ქსოვილის შეგროვება და გამოყენება, რაც ირიბად და პირდაპირ კავშირშია წყლის რესურსების დაზოგვასთან და ნარჩენის შემცირებასთან ნაგავსაყრელზე.

სოციალური შედეგები

  • 500 კგ-მდე ქსოვილის შეგროვება და გამოყენება;
  • წყლის რესურსების დაზოგვა და ნაგავსაყრელზე ნარჩენის შემცირება.

საკონტაქტო ინფორმაცია 

  • მისამართი: გორი, საქართველო
  • ელ.ფოსტა: 7rgeorgia@gmail.com
  • ტელ.: +995 555 507 383
  • Facebook: https://www.facebook.com/7RGeorgia

Contact Information