საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ჩირიგე

ნატურალური პროდუქტები

სოციალური საწარმო "ჩირიგე"

 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საწარმო „ჩირიგე“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში მოქმედი საწარმოა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. საქმიანობის დასაწყებად საწყისი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვება დამფუძნებლებმა ევროკავშირისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიისგან შეძლეს. სოციალური საწარმოს დაფუძნების იდეა მხარდაჭერილი იყო „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ჩირიგეს” მისიაა ინოვაციური მიდგომებით ინკლუზიური სოფლის მოდელის შექმნა, სადაც მხარდაჭერილია მოწყვლადი ჯგუფის წევრთა დასაქმება, რესოციალიზაცია და მიღებული მოგებით ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტული  პრობლემების  მოგვარება.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი 

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ პროდუქციასა და ხის ნაკეთობებს. 

“ჩირიგე” ყოველგვარი დანამატების გარეშე მოყვანილი ხილისაგან ეკოლოგიურად სუფთა ჩირს აწარმოებს. ასორტიმენტშია შემდეგი სახეობები: 

  • Ნესვი
  • ფორთოხალი
  • ქლიავი
  • ხურმა
  • ატამი
  • ვაშლი

სოციალური საწარმო ასევე ამზადებს ხის სხვადასხვა ნაკეთობას. კერძოდ: 

  • ხის ფანერისგან დამზადებული სასაჩუქრე ყუთები
  • სხვადასხვა სახის სათამაშოები, სუვენირები  და აქსესუარები

სოციალური შედეგები

  • ამჟამად საწარმო ასაქმებს აფხაზეთიდან დევნილ 3 ქალს 
  • სოციალური საწარმოდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება

საკონტაქტო ინფორმაცია 

Contact Information