სოციალური საწარმო "ლიდერი"
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას. აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით. ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას.
„ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.
დაარსების დღიდან “ლიდერმა” სხვადასხვა აღიარება მოიპოვა. კერძოდ:
- 2019 წელს "ათასწლეულის ფონდმა", გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად სოციალური საწარმო დააჯილდოვა კონკურსში "ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“. ჯილდო მოპოვებულ იქნა კატეგორიაში ქალების განათლების ხელშეწყობა, პროფესიული განვითარება და წინსვლა
- 2020 წელს სოციალური საწარმო იყო თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის ფინალისტი ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ლიდერის” მისიაა შიდა ქართლში მცხოვრები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერება ახალი პროფესიის ათვისებითა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
“ლიდერის” საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოში ტექსტილის ნარჩენის შემცირებას და ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკის ამუშავებას საქართველოში.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
2019 წლიდან სოციალური საწარმომ დაიწყო ბავშვის სამოსის წარმოება. მისი ხაზი „Leader Kids“, დახვეწილი დიზაინითა და სასიამოვნო ფერთა სინთეზით ქმნის 2-12 წლის ბავშვის ტანსაცმელს.
ტანსაცმელი მზადდება ბუნებრივი მასალისაგან, ხოლო სამოსზე დატანილი დაქარგული გამოსახულებები შემეცნებით ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.
სოციალური შედეგები
- საწარმოში დასაქმებულია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი 26 ქალი, მათ შორის 1 შშმ პირი
- გადამზადებულია და ახალი პროფესია ათვისებული აქვს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელ 214 ქალს, საიდანაც 86 უკვე დასაქმებულია (ნაწილი - ლიდერსა და სხვა ფაბრიკაში; უმრავლესობა კი თვითდასაქმებულია)
- საწარმოს ფინანსური ხელშეწყობით, 3 ახალგაზრდას დაუფინანსდა უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: გორი, სუხიშვილის ქ. #1
- ელ.ფოსტა: leaderkids.ge@gmail.com
- ტელ.: +995 595 908 691
- Facebook: https://www.facebook.com/sewingleader / https://www.facebook.com/leaderkidss