საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ფეიქარი

ტრადიციული რეწვა

სოციალური საწარმო "ფეიქარი"

 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სიტყვა ფეიქარი ქსოვილების დამამზადებელ ოსტატს ნიშნავს, რაც სრულიად თანხვედრაშია სოციალური საწარმოს საქმიანობასთან. “ფეიქარი” ბუნებრივი ნარჩენი ქსოვილისგან ქმნის ეკომეგობრულ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად გამოიყენება საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული ბუნებრივი ქსოვილები, რომელთა რაოდენობა დღესდღეობით უკვე ლიმიტირებულია და ამასთანავე აუთვისებელიც. ამ ერთგავარად მივიწყებულ ქსოვილებს “ფეიქარი” ახალ სიცოცხლეს სძენს და ქმნის უნიკალური დიზაინის პროდუქტს, რომელსაც საპენსიო ასაკის ადამიანები ქმნიან. 

დამფუძნებელთა სურვილია, რომ მათ მიერ დამზადებულმა აქსესუარებმა, პრაქტიკულ მოხმარებასთან ერთად, პოზიტიური განწყობა შეიტანოს მომხმარებლის ყოველდღიურობაში და მათი უცვლელი თანამგზავრი გახდეს.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“ფეიქარის” მისიაა საპენსიო ასაკის ადამიანთა ეკონომიკური/პიროვნული გაძლიერება მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და გარემოს დაცვა ძველი ხარისხიანი ქსოვილების მოპოვებითა და ხელმეორედ გამოყენებით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი 

“ფეიქარი” ბუნებრივი ნარჩენი ქსოვილისგან აწარმოებს სხვადასხვა აქსესუარს, რომელიც მომხმარებელში მოწონებას იმსახურებს. პროდუქცია გამოირჩევა დიზაინის უნიკალურობითა და თანამედროვეობით. ჩამონათვალშია: 

  • ჩანთები
  • თმის სამაგრები
  • თავსარტყელები და ა.შ.

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულია საპენსიო ასაკის 3 ადამიანი
  • დაარსების დღიდან “ფეიქარმა” შეძლო დიდი ოდენობის ბუნებრივი ნარჩენი ქსოვილის ხელმეორედ გამოყენება, რითაც შემცირდა ნაგავსაყრელზე მათი მოხვედრა. დამატებით, ძველმა ქსოვილებმა განახლებული ფუნქცია და გამოყენება შეიძინა. 

საკონტაქტო ინფორმაცია 

Contact Information