საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


მენდე

დეკორაციები და საყოფაცხოვრებო ნივთები

სოციალური საწარმო "მენდე"

 

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური საამქრო "მენდე" დაარსდა 2021 წელს. საამქრო ქმნის ეკომეგობრულ დეკორატიულ ნივთებს და მცირე ზომის ავეჯს. "მენდეს" გუნდი ორიენტირებულია ისეთი ნივთების შექმნაზე, რომელიც ინდივიდუალური მომხმარებლის სურვილებს და ინტერიერს მოერგება. სამქრო მენდე ბაზარზე პოზიციონირებს ონლაინ, Facebook გვერდის მეშვეობით, მომავალში კი მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის კარი გააღოს და მათი ნდობა გაამართლოს.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

"მენდეს" მისიაა ხის ნარჩენი ნედლეულის გადამუშავებითა და მისგან პროდუქციის შექმნით შეემციროს ხის რესურსის ზოგადი მოხმარება, გადაარჩინოს იგი განადგურებას და წლების განმავლობაში შემოუნახოს თაობებს. ამასთან ერთად საწარმო მიზნად ისახავს რეგიონში შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ადგილზე დასაქმებას.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი 

სოციალური საწარმო "მენდე" მომხმარებელს სთავაზობს:

  • ხელნაკეთ ხის ლანგრებს,
  • საათებს,
  • სარკეებს ,
  • თაროებს ,
  • მცირე ზომის ავეჯს,
  • კონსოლებს,
  • მაგიდებს,
  • ტუმბოებს,
  • და სხვა მცირე ზომის ავეჯს.


საწარმოში შექმნილი თითოეული ნივთი ხელნაკეთია და მუშავდება მხილოდ ეკოლოგიურად სუფთა ზეთებით, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. ამასთან ერთად მემდე მომხმარებელს სთავაზეობს ეკომეგობრულ სასაჩუქრე შეფუთვას.

სოციალური შედეგები

  • საამქრომ გადაამუშავა 100 კვ.მ ნარჩენი ნედლეული და შექმნა ახალი ნივთები, რომელიც სრულადაა რეალიზებული;
  • საამქროში დასაქმდა 4 ახალგაზრდა;
  • გადამზადდა და ხელობის შესწავლის პროცეშია 1 ახალგაზრდა;
  • დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უსასყიდლოდ შეისწავლონ ხელობა, ავეჯის მონტაჟი და აწყობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

Contact Information