სოციალური საწარმო ესკი
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო ,,ესკი" სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ შეიქმნა და სოციალური საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია ერთ სივრცეში, ნატო ვაჩნაძის #7-ში (ქ.თბილისი) გააერთიანა. მაღაზია/შოურუმის გახსნა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში. სივრცის გახსნას მხარი დაუჭირა ქალაქ თბილისის მერიამ, მის ბრენდინგზე კი იმუშავა კრეატიულმა სააგენტო ,,სააჩი & სააჩიმ". სამი სექტორის სინერგიით შექმნილი სივრცე მომხმარებლებს 2022 წლის სექტემბრიდან მასპინძლობს.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
სოციალურ საწარმო ,,ესკის" ძირითადი მიზნებია:
1. ხელი შეუწყოს სოციალურ მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში და ეკონომიკურად გააძლიეროს ისინი.
2. აამაღლოს ცნობიერება სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და ქართული სოციალური საწარმოების შესახებ ფართო საზოგადოებაში.
3. ხელი შეუწყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ქცევის მომხმარებელში გამომუშავებას.
დამატებით, ესკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებელი სივრცე არ აქვთ პროდუქციის რეალიზაციისთვის, ხოლო დანარჩენებისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
ამ ეტაპზე, ,,ესკი" 25 სოციალური საწარმოს 350+ დასახელების ნივთს აერთიანებს და სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის მათ გაცნობას ამარტივებს.
სოციალური შედეგები
- 25 სოციალური საწარმოს პროდუქცია ერთ სივრცეში
- 2500 უნიკალური მომხმარებელი