საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


,,იკორთა" წლის სოციალური საწარმო 2023 გახდა

,,იკორთა

17 ნოე

2023 წლის 8 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსმა სოციალური მეწარმეობის რიგით მე-12 ფორუმს სასტუმრო სტამბაში უმასპინძლა.
სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და ის ყოველწლიური ღონისძიებაა. 2017 წლიდან კი ფორუმზე წლის სოციალური საწარმო ვლინდება.
ფორუმის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები ,,თავისუფალი სივრცე“, ,,ედენა“ და ,,იკორთა“ იყვნენ.
ფარული კენჭისყრის გზით ღონისძიებაზე წლის სოციალური საწარმო 2023-ის ტიტული სოციალურმა საწარმო ,,იკორთამ“ მოიპოვა. ტიტულთან ერთად მას გადაეცა ფულადი ჯილდო სოციალური საწარმოს განვითარებისთვის.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ფორუმის პარტნიორი:
World Vision საქართველო
ფორუმის ოქროს სპონსორი:
European Fund for Southeast Europe (EFSE)
ფორუმის ვერცხლის სპონსორი:
Majorel საქართველო
ალდაგი
ფორუმის მხარდამჭერები:
სელფი
ისი-პარი
ფორუმის მედიამხარდამჭერები:
ბიზნესპარტნიორი
BRG