საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ვაკანსია

ვაკანსია

03 აპრ

ვაკანსია: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სოციალურ საწარმოთა ალიანსი აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

სოციალურ საწარმოთა ალიანსი 2016 წლის 8 ნოემბერს, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და 6 სოციალური საწარმოს მიერ დაფუძნდა.

სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაც სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყელიბებასა და განვითარებაში მდგომარეობს.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე www.seageorgia.ge

ფუნცქიები

  • აღმასრულებელი დირექტორის და ალიანსის გუნდის წევრების მხარდაჭერა დაგეგმილი საქმიანობების ორგანიზებაში;
  • სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაცია - სხვადასხვა ტიპის განცხადების, წერილისა და დოკუმენტის მომზადება;
  • ალიანსის სამუშაო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების საორგანიზაციო უზრუნველყოფა;
  • ალიანსის პორტალისა www.seageorgia.ge და ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება;
  • სოციალური მეწარმეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციების მოძიება;
  • პორტალზე www.seageorgia.ge ღონისძიებების და სხვა ინფორმაციების სიახლეების ინგლისურად თარგმნა და განთავსება;
  • ალიანსის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი, ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი). სოციალური მეცნიერებების ან/და ეკონომიკის, ან სხვა შესაბამისი განხრით განათლება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (აუცილებელი) - ენის ცოდნის დონის დასადგენად მოხდება შერჩეული კანდიდატების ტესტირება;
  • Microsoft Office პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა  (აუცილებელი);
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი (აუცილებელი)
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხვადასხვატიპისღონისძიებისდაგეგმვისადაორგანიზებისგამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 პიროვნული თვისებები: 

  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დატვირთული გრაფიკით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ სამოტივაციო წერილი, რეზიუმე და მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sealliancegeorgia@gmail.com

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019წლის 12 აპრილი, 18:00 საათი. 

გთხოვთ, ელექტრონული გზავნილის საგნის ველში (დანიშნულებაში) მიუთითოთ „აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი“.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.