მიმდინარე წელს სოციალურ საწარმოთა ალიანსის კრებას სექტორ 3-მა უმასპინძლა.
ალიანსის წევრი სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ალიანსის მნიშვნელობასა და გეგმებზე.
კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოციალურ საწარმოთა ალიანსის გამგეობის თავმჯდომარემ ქნ. ნანა ჩქარეულმა, რომელმაც ისაუბრა ალიანსის გუნდის ზრდის მნიშვნელობაზე და წარადგინა ალიანსის 6 ახალი წევრი საწარმო.
ალიანსის წევრემა აღმასრულებელი დირექტორისგან მოისმინეს გასული წლების ანგარიში, ასევე სალომე ხუციშვილმა ისაუბრა ალიანსის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე.
სამომავლო შეთავაზებებსა და ალიანსის დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, ალიანსის გამგეობის წევრმა, ეკა დათუაშვილმა.
ალიანსის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს და საკუთარი ხედვა წარმოადგინეს სამ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით:
- როგორ გავაძლიეროთ წევრებმა ერთმანეთი?
- როგორ ვაძლიერებთ წევრები ალიანსს?
- რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ალიანსმა სექტორის გაძლიერებისთვის?
კრების მიწურულს საწარმოების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი ალიანსის საქმიანობაში აქტიური ჩართვის და სამომავლო, საკოორდინაციო შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.