სოციალურ საწარმოთა მსოფლიო ფორუმი არის წამყვანი ღონისძიება საერთაშორისო გაცვლისა და თანამშრომლობისთვის სოციალურ მეწარმეობასა და სოციალური ინვესტირების საკითხებში.
ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად. ფორუმი პირველად 2008 წელს ედინბურგში ჩატარდა და მას შემდეგ სოციალურ საწარმოთა მსოფლიო ფორუმს ექვსმა კონტინენტმა უმასპინძლა.
2019 წლის სოციალურ საწარმოთა მსოფლიო ფორუმი 23-25 ოქტომბერს ეთიოპიაში ჩატარდება.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება:
- ახალგაზრდული კვირეული;
- პოლიტიკის ფორუმი;
- აკადემიური სიმპოზიუმი;
- სასწავლო ტურები;
ფორუმი დელეგატებს სთავაზობს მდიდარ, ნამდვილ ეთიოპიურ კულტურულ გამოცდილებას, მათ შორის მხარეთმცოდნეობისა და სასწავლო ტურებს.
ღონისძიება სავარაუდოდ მოიზიდავს 1200 სოციალური საწარმოს ლიდერს, პოლიტიკოსებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აკადემიკოსებს, პრაქტიკოსებს და მხარდამჭერებს მთელი მსოფლიოდან.
დამატებითი ინფორმაცია სოციალურ საწარმოთა მსოფლიო ფორუმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: