28-30 ივნისს, ქ ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე, გაიმართება ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი.
საერთაშორისო ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
მხოლოდ ამ სამი დღის განმავლობაში, გაქვთ უნიკალური შანსი :
- გაიცნოთ 150 ქართველი და საერთაშორისო ოსტატი, დაათვალიეროთ მათ ნამუშევრებს და მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში;
- დაესწროთ ღამის პროგრამას და კონცერტს;
- მონაწილეობა მიიღოთ გამოფენა-გაყიდვაში;
- ესტუმრეთ ფესტივალს ბავშვებთან ერთად, ფესტივალი გთავაზობთ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის;
- დაესწროთ მრავალფეროვან საჯარო ლექციებს.
ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.
ფესტივალს ყოველდღიურად მოემსახურება უფასო ავტობუსები თბილისიდან და ახალციხიდან.
ავტობუსით მგზავრობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: