საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

12 ივლ

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

9 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი - ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი 2019“.

ფორუმი გაიმართა ქალაქ ამბროლაურში და მასში მონაწილეობა მიიღო რეგიონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი მთავრობის, საგანმანათლებლო/საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა, ბიზნეს-სექტორმა, ახალგაზრდებმა და დაინტერესებულმა პირებმა.

ფორუმის მიზანი იყო:

  • მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. დროის ბანკის პოპულარიზაცია.
  • მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სსო-ების მიმართ ნდობის ამაღლება.

რეგიონალურ ფორუმზე წარმოდგენილი იყო მოხალისეობის თემაზე, სხვადასხვა მასალისგან შექმნილი საკონკურსო ნამუშევრები. ჩატარდა ვიქტორინები რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცნობადობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.

ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი გურამ ოდიშარია.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.