საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


"ჩუ" "Big Idea Challenges"-ის სოციალური კატეგორიის გამარჯვებულია

19 ივლ

ბრიტანეთის საბჭომ, ორ პარტნიო ორგანიზაციასთან ერთად, შემოქმედებითი ნაპერწკალის კონკურსის - "Big Idea Challenge" ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსი მოიცავდა სამ კატეგორიას: 

  • ციფრული ტექნოლოგიები;
  • სოციალური გავლენა;
  • შემოქმედებითი იდეები;

დასკვნით ღონისძიებაზე 9 ფინალური პროექტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

სოციალური გავლენის გამარჯვებული კი სოციალური საწარმო "ჩუ" გახდა.

"Big Idea Challenge" კონკურსანტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, და ყირგიზეთიდან საშუალებას აძლევს თავიანთი ინოვაციური იდეებით ფართო საზოგადოებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააცნონ. კონკურსისთვის 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, აქედან 53 საქართცელოდან.

შეგახსენებთ, რომ "ჩუ" არის ჟესტური ენების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.