საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


წლის სოციალური საწარმო 2019

წლის სოციალური საწარმო 2019

11 ოქტ

2019 წლის 21 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით გაიმართება "ფორუმი 2019".

ფორუმის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია ნომინაციაზე "წლის სოციალური საწარმო 2019".

მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საქმიანობის 1 წლიან წარმატებულ და უწყვეტ გამოცდილებას ფლობენ. 

2017-2018 წელს, "წლის სოციალურ საწარმოს" ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოს მიმდინარე კონკურსზე არ შეუძლია საწარმოს ნომინირება.

ნომინირება:

საწარმოს ნომინირება შეუძლია:

  • სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველი ორგანოს) წარმომადგენელს;
  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს;
  • სოციალური მხარდამჭერს მენეჯმენტთან შეთანხმებით.

შეფასების კრიტერიუმები:

სოციალური საწარმოები ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ნათლად ჩამოყალიბებული მისია/ხედვა;
  • სოციალური შედეგები და საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი (გამოსახული რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში);
  • ეკონომიკური შედეგები (საწარმოს შემოსავლების 50% მიღებული უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობიდან) და საწარმოს მდგრადობა;
  • სოციალური საწარმოს საქმიანობაში დაინტერესებული პირების ჩართულობა/მობილიზაცია;
  • 2018 წელს საწარმოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევები წინა წლებთან შედარებით (მაგ: გაფართოება, პროდუქციის სახეობების გამრავალფეროვნება, ახალი მნიშვნელოვანი სარეალიზაციო არხების მოძიება ან/და სხვა განსაკუთრებული მიღწევები);
  • ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა;
  • ათვისებული ციფრული საშუალებები სოციალური საწარმოს საქმიანობის შედეგების დემონსტრირებისთვის;
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა;

გამარჯვებულების გამოვლენა:

  • 1-ელ ეტაპზე, ნომინაციაში გამარჯვების მსურველმა სოციალურმა საწარმოებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა;
  • შემოსულ განაცხადებს ჟიური შეაფასებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და შეარჩევს 3 სოციალურ საწარმოს;
  • შერჩეული აპლიკანტები გააკეთებენ პრეზენტაციებს ფორუმის მიმდინარეობისას. გამარჯვებულს გამოავლენენ ფორუმის მონაწილეები დახურული კენჭისყრის მეშვეობით.

სოციალური მეწარმეობის ფორუმის მთავარ პარტნიორი, საქართველოს ბანკი, ნომინაციაში გამარჯვებულ საწარმოს გადასცემს წამახალისებელ თანხობრივ დაფინანსებას - 4000 ლარს.

ვადები:

განაცხადების შემოტანა გრძელდება 2019 წლის 10 ნოემბრის 18:00 საათამდე.

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ბმულზე:

http://bit.ly/35rbTWI

გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  • ერთ სოციალურ საწარმოს მხოლოდ ერთხელ შეუძლია დარეგისტრირება (იმ შემთხვევაში თუ ერთსა და იმავე სოციალურ საწარმოზე რამდენიმე აპლიკაცია იქნება შემოსული, განიხილება პირველი მათგანი);
  • აპლიკაციის შევსების შემდგომ შეუძლებელია ტექსტის რედაქტირება;
  • იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ნომინირებას ახდენს მეგობარი პირი, ეს წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სოციალური საწარმოს მენეჯმენტთან.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმის" დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ(დააწკაპე აქ)