მიმდინარე წელს სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება 21 ნოემბერს, რომელიც არის გლობალური მეწარმეობის კვირეულის ნაწილი.
ამ დღეს გაიმართება გლობალური ციფრული კამპანია #WhoKnew, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მისცეს სოციალურ მეწარმეებს შანსი მოყვნენ საკუთარი ისტორია, აჩვენონ თუ რა განსხვავებაა მათსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის და გაუსვან ხაზი მათი საქმიანობის სოციალურ გავლენებს.
კამპანია ეხმიანება სექტორის მრავალფეროვნებას მსოფლიო მასშტაბით და ეს არის შესაძლებლობა ყველა სოციალური საწარმოსთვის მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ კამპანიაში.
ასევე, ეს არის შანსი იმ ორგანიზაციების თუ ბიზნესებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენს სოციალურ მეწარმეობას და სოციალურ საწარმოებს, ჩაერთონ გლობალურ კამპანიაში.
Social Enterprise UK კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან, Social Enterprise Alliance in the US-სთან და Sociale Entreprenører Danmark-თან, რომელიც აერთიანებს 400-მდე ორგანიზაციას 27 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან სოციალურ საწარმოთა ალიანსს და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს.
მონაწილეობის მისაღებად ჩამოტვირთეთ ფოტოს ჩარჩო(დააჭირეთ აქ);
დაწერეთ თქვენი მესიჯი და გადაიღეთ ფოტო. ფოტო შეიძლება იყოს თქვენს თანამშრომლებთან ერთად გადაღებული, ან პროდუქტთან/სერვისთან რასაც თქვენ აწარმოებთ;
მას შემდეგ რაც ფოტოს გადაიღებთ, 21 ნოემბერს Twitter, Facebook ან Instagram არხების მეშვეობით გამოაქვეყნეთ ფოტო ჰეშთეგებით: #WhoKnew და #SocialEnterpriseDay #SEA #SEAGeorgia #CSRDG .
არ არის ფოტოების რაოდენობა შეზღუდული.
შერჩეული ფოტოები დაემატება გლობალურ ალბომში Flickr და Facebook-ის გვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
გასული წლის გლობალური კამპანიის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ:
გასულ წელს კამპანიაში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა სოციალურმა საწარმოებმაც მიიღეს. ასევე, კამპანიაში ყოველწლიურად საქართველოს სახელით მონაწილეობს სოციალურ საწარმოთა ალიანსი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.