საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სოციალური მეწარმეობის მე-8 ფორუმი

სოციალური მეწარმეობის მე-8 ფორუმი

02 დეკ

სოციალური მეწარმეობის მე-8 ფორუმი 21 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით 2012 წლიდან იმართება. მიმდინარე წლიდან ფორუმი გაიმართება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით.

ფორუმი 2019-ს 110 მონაწილე დაესწრო, მათ შორის საქართველოში მოქმედი 34 სოციალური საწარმოს, სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები. ფორუმზე სპიკერებად წარმოგვიდგნენ, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიცაა ახალდაარსებული ახალგაზრდობის სააგენტო“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდასტარტაპ საქართველო.

ფორუმის ფარგლებში განიხილეს, სოციალური მეწარმეობის აქამდე მიღწეული შედეგები, შესაძლებლობები, განვითარების პერსპექტივები და მოლოდინები.

ასევე, თემატურ ჯგუფებში, 8 სოციალურ საწარმოს და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ და ესაუბრათ სფეროში თავიანთ გამოცდილებებზე შემდეგი საკითხების შესახებ:

  • სოციალური მეწარმეობა და ინოვაციები;
  • სოციალური მეწარმეობა - როგორც წარმატებული ბიზნეს მოდელები;
  • სოციალური გავლენის გაზომვა და მართვა.

ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანია "დააჩქარე ცვლილებების" შესახებ და ისაუბრეს სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კანონპროექტის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილი დაეთმო ნომინაციაში „წლის სოციალური საწარმოს“ გამარჯვებულის გამოვლენას.

ფორუმის მონაწილეებმა მოუსმინეს სამ ნომინანტ სოციალურ საწარმოს, დადარის, გუმბათის და ბაბალეს წარმომადგენლებს. ასევე, ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენის მეშვეობით, დაეთვალიერებინათ ნომინანტი სოციალური საწარმოების პროდუქცია/სერვისი.

ღონისძიების მონაწილეებმა, ონლაინ გამოკითხვის პრინციპით, ხმა მისცეთ თავიანთ რჩეულ სოციალურ საწარმოს.

აუდიტორიის გადაწყვეტილებით „წლის სოციალური საწარმოს“ კონკურსში გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო ბაბალე.

ბაბალემ ღონისძიების მთავარი პარტნიორის, საქართველოს ბანკისგან წამახალისებელი თანხობრივი დაფინანსება, 4 000 ლარი მიიღო.

ასევე, ნომინაციაში „კოდალარ რჩეულის“ გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო დადარი, რომელმაც ჯილდოს სახით 1 000 ლარი მიიღო. 

ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
ფორუმი 2019-ის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.
მთავარი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ვერცლის სპონსორია ფინკა ბანკი საქართველო.
ღონისძიების მხარდამჭერია სოციალური საწარმო "კოდალა".
ღონისძიების მედია მხარდამჭერი: Entrepreneur Georgia