პირბადეების მწარმოებელი სოციალური საწარმოები
კორონავირუსის გავრცელებამ, დეფიციტური გახადა სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებზე, განსაკუთრებით კი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებზე ხელმისაწვდომობა.
გთავაზობთ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი სოციალური საწარმოებს, რომლების თავად კერავენ ერთჯერადი მოხმარების პირბადეებს, რომელიც დღემდე ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის:
სოციალური საწარმო „ანინა“
"ანინა" შშმ ბავშვების მშობლების დასაქმების მიზნით შექმნილი სოციალური სამკერვალოა, სადაც ტიპური განვითარების ბავშვებისთვის იქმნება ტანსაცმელი. ამ ეტაპზე, "ანინა" გადასულია ერთჯერადი პირბადეების წარმოებაზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერაა შემოწმებული.
პირბადეების შესაძენად აუცილებელია წინასწარ შეკვეთა. საწარმო მდებარეობს თბილისში.
ანინას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ ფეისბუქ გვერდზე ან დაურეკოთ ნომერზე: 591 92 88 44
სოციალური საწარმო „კომბინიზონა"
"კომბინიზონა" კერავს ეკომეგობრულ და ადაპტურ სამოსს. ამჯერად, საწარმო სრულიად გადასულია ერთჯერადი პირბადეების წარმოებაზე. "კომბინიზონას" პირბადეებს აქვს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემოწმება გავლილი. "კომბინიზონა" ძირითადად მუშაობს კორპორატიულ შემოთავაზებებზე, ამ ეტაპზე მათ მიერ წარმოებული პირბადეები საცალო გაყიდვისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა კამპანია #1მე1შენ - ს ფარგლებში საწარმოს მოგება საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება.
პირბადეების შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ „კომბინიზონას“ ფეისბუქ გვერდს.
სოციალური საწარმო „ჰანგი“
"ჰანგი" არის სამკერვალო ქალაქ ზუგდიდში, სადაც გადამზადებას გადიან და საქმდებიან შშმ და სოციალურად დაუცველი პირები. ამჯერად, "ჰანგი" აწარმოებს ერთჯერადი გამოყენების პირბადეებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემოწმება აქვს გავლილი.
სასურველი რაოდენობის პირბადეების შესაძენად, აუცილებელია დაუკავშირდეთ „ჰანგს“ შემდეგ ნომერზე: 557 33 06 31
სოციალური საწარმო „თებე“
"თებე" არის შშმ პირთა დღისმოვლის ცენტრი ქალაქ ბორჯომში, რომელიც ამჯერად კერავს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პირბადეები სრულიად უფასოდ დაურიგდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს.