საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ონლაინ სასწავლო კურსები

ონლაინ სასწავლო კურსები

25 აპრ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გთავაზობთ მიღებას შემდეგ ონლაინ სასწავლო კურსებზე:

სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები;

კურსის მიზანია  სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერებისათვის, ბუღალტრებისათვის, აგრეთვე ორგანიზაციების ხელმძღვანელებისათვის, ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების და საგადასახადო  საკითხებზე უახლესი ინფორმაციის მიწოდება და მათი სწორი დანერგვის ხელშეწყობა საწარმო/ორგანიზაციების აღრიცხვა ანგარიშგების სიტემაში.

კურსი მიმოიხილავს სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის ძირითად პრობლემატიკას, პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით სახავს მათი გადაჭრის გზებს.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ფინანსური ანგარიშების მომზადება;
  • ფულადი სახსრების, მარაგების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვა, ადმინისტრაციული ხარჯების განაწილება, პროექტული აქტივობების ორგანიზაცია, ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა;
  • სოციალური საწარმოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო  დაბეგვრის საკითხები.

იხილეთ კურსის პრომო ვიდეო: https://bit.ly/2wXH2EU
კურსის ხელმძღვანელი: დავით ტივიშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი.

სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა

კურსის მიზანია  სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები გაეცნონ, სოციალური მეწარმეობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ საკითხებს.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური მეწარმეობის არსი და თავისებურებები;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმები და სახეები, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტები;
  • საქველმოქმედო საქმიანობის რეგულირება და საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღების სამართლებრივი ასპექტები;
  • შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები;
  • მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირება;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია.


იხილეთ კურსის პრომო ვიდეო : https://bit.ly/2Vknzrb

კურსის ხელმძღვანელი: ლევან ფანიაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტი.

სასწავლო კურსები იქნება დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. 

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. 

განცხადებების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ერთ, თქვენთვის სასურველ კურსზე.

მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით.

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/oXKc5ysXsdQ85f63A

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა , 5 მაისი, 2020 წელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: +995598743512 თათა ბოჭორიშვილი.

ინფორმაციის ნახვა, ასევე, შესაძლებელია: https://bit.ly/3cPGf8h