სოციალური საწარმოების ინიციატივა საქართველოსთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სოციალურ საწარმოთა ალიანსთან ერთად, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ახორცილებს პროექტს "სოციალური საწარმოების ინიციატივა საქართველოსთვის".
პროექტის მიზანია სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, საკუთარი მიზნებისა და ამოცანების უკეთ განხორციელება.
პროექტს აქვს სამი ძირითადი ამოცანა:
- საქართველოში სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება;
- საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის სტრატეგიული ხედვისა და სამომავლო გეგმების მონაწილეობითი მიდგომებით შექმნა;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სოციალური საწარმოების შესაძლებლობების გაზრდა და მათი ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
ამოცანების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში აქტიურად განხორციელებულ აქტივობებს შორის არის სოციალური მეწარმეობის კანონის ადვოკატირება საპარლამენტო დონეზე, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები;
ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, სოციალურ მეწარმეობასა და სოციალური საწარმოებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიცემა დამატებითი კონსულტაციები.
პროექტი გრძელდება 16 თვის განმავლობაში.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ხშირად დასმული კითხვები სოციალური მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ: