Draper Richards Kaplan Foundation არის გლობალური ფირმა, რომელიც დაფუძნებულია ფილანტროპიაზე. DRK-ი მხარს უჭერს ადრეულ ეტაპზე მყოფ სოციალურ საწარმოებს, რომელთა ლიდერებსაც აქვთ პოტენციალი, საზოგადოების ყველაზე რთული პრობლემების მოგვარების გზით, მსოფლიო აქციონ უკეთეს ადგილად.
DRK Foundation ეძებს მეწარმეებს ლიდერული მახასიათებლებით, როგორიცაა: ხედვა, ინტელექტი, გავლენა, ამბიცია და საქმიანობა.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
- ლიდერები, რომლებიც უმკლავდებიან მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს და გავლენას ახდენენ ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე;
- მოდელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გაფართოვდნენ/მასშტაბირდნენ;
- საწყის ეტაპზე მყოფი სოციალური საწარმოები, სადაც DRK-ის ჩართულობამ (ფინანსური, საბჭოს წევრებისა და სხვა დახმარებებმა) შესაძლოა რეალური ცვლილებები მოახდინოს;
- 1-3 წლის გამოცდილების მქონე ორგანიზაციები, რომლის ლიდერებიც მზად არიან ამბიციური გეგმის განსახორციელებლად;
- სოციალური საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ გლობალურ, ან ლოკაურ დონეზე, ან ეხებიან გლობალურ/ლოკალურ სოციალურ საკითხებს;
- ადგილობრივი (აშშ) და საერთაშორისო ორგანიზაციები;
- არაკომერციული, კომერციული და ჰიბრიდული ორგანიზაციები.
შერჩევის პროცესი
ფონდში განაცხადის გაკეთება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
განცხადების გაგზავნის შემდეგ, DRK-ის გუნდი განიხილავს მიღებული აპლიკაციისა და ფონდის დაფინანსების პრინციპებთან თანხვედრას. საშუალოდ, მიღებული აპლიკაციების 25% გადადის შემდეგ ეტაპზე. მათ, ვინც ვერ გაიარეს პირველადი შერჩევის ეტაპი, აპლიკაციის მიღებიდან 6 კვირის ვადაში წერილობით ეცნობებათ.
აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
https://www.tfaforms.com/4840745
დამატებითი ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცესის შესახებ იხილეთ:
https://www.drkfoundation.org/apply-for-funding/what-we-fund/