საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


წლის სოციალური საწარმო 2020

წლის სოციალური საწარმო 2020

26 ნოე

წლის სოციალური საწარმო 2020

19 ნოემბერს, სოციალურ საწარმოთა ალიანსმა უმასპინძლა “სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმს”.
ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს იმართება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანაორგანიზებით.
COVID პანდემიისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ფორუმი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა. Მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიებას ZOOM პლატფორმის საშუალებით დასწრებოდნენ, ასევე თვალი ედევნებინათ სოციალურ საწარმოთა ალიანსის FACEBOOK LIVE-ის მეშვებით.


ფორუმის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”. ნომინაციის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
შემოსული განაცხადებიდან ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი ფინალისტი, ესენი იყვნენ: "გუმბათი", "თავისუფალი სივრცე" და "კაფუნე".
უშუალოდ ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ფარული კენჭისყრის მეშვეობით გამოავლინეს გამარჯვებული და “წლის სოციალური საწარმო 2020” გახდა "გუმბათი".
გამარჯვებულს საქართველოს ბანკმა გადასცა 4000 ლარის ოდენობის გრანტი. სამივე ნომინანტმა სოციალური საწარმომ მიიღო მიიღო მათთვის სპეციალურად დაწესებული ჯილდო. ჯილდო დააწესეს 2019 წელს გამარჯვებულმა წლის სოციალურმა საწარმომ - "ბაბალე",
UN Association Georgia და MAC Georgia.


ფორუმის თანაორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
ღონისძიების მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი;
ღონისძიების ოქროს სპონსორია ფონდი პროდემოსი;
ფორუმი 2020-ის მხარდამჭერია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" EU4YOUTH პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიების პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;
ნომინაციის "წლის სოციალური საწარმოს" მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.