პროექტის აღწერა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება პროექტი „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“.
პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის განვითარებული ეკოსისტემა ხელს შეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებასა და სხვ.
პროექტის მიზანი
ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა
პროექტის ამოცანები
• სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება პოლიტიკურ დიალოგში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობით
• სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება
• ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გაზრდა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაში
• სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმების განვითარების მხარდაჭერა, ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სოციალურ საწარმოებს შორის ქსელური საქმიანობის წახალისება
მოსალოდნელი შედეგები
- გაუმჯობესდება სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემო
- სოციალური მეწარმეობის კონცეფცია მხარდაჭერილი იქნება სხვადასხვა სექტორისა და ფართო საზოგადოების მიერ
- პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება
- კახეთსა და გურიაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, შეიქმნება და ამოქმედდება საპილოტე მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას რეგიონალურ დონეზე
- სოციალურ საწარმოებს ექნებათ გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე
სამიზნე ჯგუფები
- 100 მოქმედი სოციალური საწარმო და 150 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობით
- 80 ბიზნეს კომპანია და ფინანსური ინსტიტუტი
- 2 რეგიონული უნივერსიტეტი
- 600 ახალგაზრდა თბილისსა და რეგიონებში
პროექტის ხანგრძლივობა
36 თვე – 2021 – 2024 წელი
პროექტის ბიუჯეტი
1,142,971 ევრო
პროექტის დონორი
ევროკავშირი
პური მსოფლიოსთვის
პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია
სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო