საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი

სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი

02 სექ

სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმი 18 ნოემბერს გაიმართება და ამ დღეს, ტრადიციულად, ყველა სოციალური მეწარმე, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული და მხარდამჭერი პირები ერთ სივრცეში მოიყრიან თავს.

სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი წელსაც ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, კონცეფციის პოპულარიზაციასა და ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.