საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა 2022

საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა 2022

17 მარ

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, სითი მოლის ნულოვან სართულზე, სოციალური მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. 

გამოფენა-გაყიდვაში 20-მდე სოციალურმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა:

• ბაბალე
• დადარი
• ეთნოდიზაინი
• თებე
• იკორთა
• ისტორიალი
• კოდალა
• მირაბალდები
• პოტერია
• სოციალური თერაპიის სახლი
• სხივი
• ფარშევანგი
• ჩუ
• ცოდნის კაფე

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ ფონდში გადაირიცხა.

გამოფენა-გაყიდვა იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“.